მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა

5b1e3054d648d
BM.GE
11.06.18 12:17
906
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში 2018 წლის 8 ივნისს, სასტუმრო ბეტსიში გაიმართა ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს 9 წევრი, თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ დამსწრეთ გააცნო 2017-2018 წლებში განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის გამოწვევებსა და მიღწევებზე.

ნონა მამულაშვილმა - საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ და ხაზინადარმა წარადგინა 2017 წლის ფინანსური შედეგები და 2018 წლის ბიუჯეტი.

აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა 11 კანდიდატი. კენჭისყრის შედეგად, საბჭოს 9-წევრიანი შემადგენლობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
ფადი ასლი, ალექსი ალექსიშვილი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, მაია სიდამონიძე, ნონა მამულაშვილი, მაიკლ საუნდერსი, ზაზა ბიბილაშვილი, მეჰმეტ კოჯაკი, ზვიად შარაბიძე.
ფადი ასლი არჩეულ იქნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - მის პირველ მოადგილედ, ხოლო მაია სიდამონიძე - თავმჯდომარის მოადგილედ - ხაზინადარად.

„ჩვენ მივესალმებით ახლად არჩეულ საბჭოს წევრებს და მოხარულნი ვართ, რომ მას ახალი სახეები შეუერთდნენ“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები