მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოში ფინანსური რისკების ზრდაზე მიუთითებს

57f639226a25d
BM.GE
06.10.16 17:00
1695
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოში ფინანსურ რისკებს ხედავს. ფონდის ანგარიშის მიხედვით, საშუალოვადიან პერესპეტივაში საფინანსო რისკები იზრდება. საუბარია როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებზე. განსაკუთრებულად ეს რისკები ეხება ევროპას, ჩინეთსა და იაპონიას.

ანგარიშის თანახმად, ინვესტორებისთვის დიდი სიურპრიზი იყო ბრიტანული რეფერენდუმი ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიტიკური შოკი და "მძიმე სტრეს ტესტი" ასე თუ ისე ბაზრებმა გადაიტანეს.

IMF რისკების ზრდას ბანკების გამო ელოდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანკები ამჟამად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მანამდე არსებული ფინანსური კრიზისების დროს იყვნენ. "მათ აქვთ მეტი კაპიტალი და გადარჩენის მეტი შესაძლებლობაც, მაგრამ ბანკებს ფულის გასაკეთებლად ბრძოლა უწევთ".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროზონაში არსებულ ზოგიერთ ბანკს პრობლემები აქვს პრობლემურ სესხებთან დაკავშრებით.

ანგარიშში მოხსენიებულია იტალიური და პორტუგალიური ბანკები, რომლებსაც სერიოზული გამოწვევები აქვთ შემოსავლისა და კაპიტალის დაგროვებასთან დაკავშირებით.

IMF ასევე პრობლემას ხედავს იაპონურ ბანკებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ფართოვდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს იაპონიაში ეკონომიკური სისუსტითა და დაბალი საპროცენტო განაკვეთებით არის გამოწვეული.

სავალუტო ფონდი პრობლემას ხედავს საპენსიო ფონდებსა და დაზღვევის კომპანიებშიც, სადაც ასევე დაბალი საპროცენტო განაკვეთები ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები