საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შეცვალა და 3,5%-იან მაჩვენებელზე შეინარჩუნა. IMF-მა პრეზენტაცია დღეს გამართა.
როგორც ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ განაცხადა, 2018 წელს ფონდი საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
რეგიონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, რაც ძირითადად რუსეთში ეკონომიკის გაჯანსაღებით არის გამოწვეული. IMF აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკის გაჯანსაღება დადებითად აისახება რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზეც.
ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, სადაც IMF რეცესიას ელოდება, აზერბაიჯანია.

























