მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

59db375b2a1b4
ნინო კვინტრაძე
09.10.17 12:44
1195
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წელს საქართველოში 4,3%-იან ე კონომიკურ ზრდას ელოდება, ნაცვლად 3,5%-ისა, რასაც წინა პროგნოზი ითვალისწინებდა. ამასთან, ფონდმა გაზარდა მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. IMF მომდევნო წელს საქართველოში 4,2%-იან ზრდას ელოდება.

„საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო. ივნისის ბოლოსთვის სსფ-ის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია. ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პრატნიორებში მაღალმა ზრდამ შეუწყო ხელი. ასევე, გაიზარდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები. საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებიტ ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას ველოდებით“,- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები