მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად, აუდიტორულ კომპანიებს ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ

594d286426b73
BM.GE
23.06.17 18:36
1605
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიები საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი სექტემბრიდან დაიწყება.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი იური დოლიძე ამბობს, რომ სტანდარტები ხელმისაწვდომია: "სექტემბრიდან დავიწყებთ მონიტორინგის ღონისძიებებს, რაც იქნება დიაგნოზის დამსმელი, შეძლებენ თუ არა აუდიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყფილებას".

ამასთან, იური დოლიძე განმარტავს, რომ სტანდარტები ძირითადად ეხება შიდა მონიტორინგის განხორციელებას, კომპანიის მიერ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარების წესს და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით სისტემის ჩამოყალიბებას.

"ჩვენ ამ პროცესში გვაქვს იმედი რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ პროფესიულ ორგანიზაციებთან.

მომზადებული გვაქს დებულების პროექტი, რომელსაც ალბათ ძალიან მალე დავამტკიცებთ, ეს დებულება ითვალისწინებს ე.წ. დიაგნოსტიკის ეტაპს რომელიც განხორციელდება პროფესიული ორგანიზაციების ფარგლებში. ეს არის ტექნიკური დახმარება იმ აუდიტორული ფირმებისთვის, ვისაც საკუთარი რესურსი არ აქვთ იმისთვის რომ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სისტემები დანერგონ", - ამბობს იური დოლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები