ბოლო დროს, განსაკუთრებით კი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტებისგან სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ საქართველოს რეგიონულ IT-ჰაბად გადაქცევა შეუძლია. დღევანდელ თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი არა თუ საჭირო, არამედ შეუჩერებელიც კია, ძალიან მნიშვნელოვანია მასთან დაკავშირებული სიახლეებისთვის ფეხის აწყობა. სწორედ ამ აზრიდან გამომდინარეობს საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire, რომელიც თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით თბილისში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებითაც შედგა.