მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა გაორმაგდა

BM.GE
17.01.23 10:14
220
„2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ქუჩის საცალო ობიექტებსა და ოფისებზე მოთხოვნა 7-7%-ით, მოლებში კი 22%-ით გაიზარდა“, - თბილისის კომერციულ უძრავ ქონებაზე კვლევა თიბისი კაპიტალმა ჩაატარა. კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიის წლებში თბილისში კომერციული უძრავი ქონების ვარდნის შემდეგ, სექტორის მაჩვენებლები 2022 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა. კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამ, საერთაშორისო საზღვრების გახსნამ და დაჩქარებულმა მიგრაციამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას. კვლევის მიხედვითვე მნიშვნელოვნად აღდგა მოთხოვნა საოფისე ფართებზე და 2021-თან შედარებით 2022-ში გაორმაგდა მოთხოვნა საერთო სამუშაო სივრცეებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები