მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო სამუშაო სივრცის დაქირავება გაძვირდა - „ტერმინალი“

6328612e8e1b2
ლიკა გურაბანიძე
19.09.22 21:28
1019
დაინტერესებულ პირებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან „ტერმინალში“ საერთო სამუშაო სივრცის დაქირავება მომატებული ფასით უწევთ.

BM.GE-სთან საუბრისას, „ტერმინალის" გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა თამარ ჯინჭარაძემ თქვა, რომ ფასის კორექტირება კომპანიის საოპერაციო ხარჯების ზრდამ განაპირობა.


“ამ დრომდე “ტერმინალი” ფასების შენარჩუნებას ახერხებდა თუმცა, თუ აქამდე, ერთი თვით სივრცეში მაგიდის ქირაობა 425 ლარი ღირდა, ახლა მისი ღირებულება 500 ლარი გახდა. ბაზარზე ყველა პროდუქტზე ფასი გაზრდილია, შესაბამისად ჩვენ თვითღირებულება ძალიან გაგვეზარდა. ფასების ზრდა 10-25%-ით მოხდა,” - განმარტა თამარ ჯინჭარაძემ.


მოთხოვნას რაც შეეხება, თამარ ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ წლევანდელი ზაფხული სხვა წლების იგივე პერიოდისგან რადიკალურად განსხვავებული იყო, რადგან მომხმარებლების რაოდენობა ყველაზე ცხელ სეზონზე შენარჩუნდა.


“ამ ბიზნესზე მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია. სამუშაო სივრცეზე მოთხოვნა ადგილობრივი კომპანიების მხრიდან გაიზარდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში სტარტაპ ეკო სისტემა ვითარდება. მეორე კატეგორია ვისგანაც მოთხოვნა გვაქვს IT მიმართულებაა, რადგან საქართველო საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება,” - განმარტა ჯინჭარაძემ.

ცნობისთვის: “ტერმინალი” საქართველოს მასშტაბით 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები