მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატები ჩამოყალიბდება"

5b49c9f98ff7f
BM.GE
14.07.18 13:52
935

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების ჩამოყალიბებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები მზად არის და უახლოეს მომავალში საკონსულტაციოდ იქნება წარდგენილი.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

"არცერთ ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება ეფექტი, თუ ეს ძირეული რეფორმა არ განვახორციელეთ. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რაც შეიძლება, მოკლე დრო იხარჯებოდეს მსგავსი ტიპის დავებზე. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ დავები ბიზნეს სუბიექტებს შორის, მე ვგულისხმობ დავებს საგადასახადო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები