ბოლო ათი წლის განმავლობაში, კერძო სკოლების რაოდენობა 30%-ით შემცირდა, მოსწავლეების რაოდენობა კი კერძო სკოლებში 14%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა usaid-ის მხარდაჭერით კვლევა მოამზადა, რომლის მიხედვითაც კერძო სკოლების მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის სკოლებში სწავლობს და ეს მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს, ხოლო ყველა სხვა კერძო სკოლაში საერთო რაოდენობის მხოლოდ 35% სწავლობს. რა ძირითადი მიგნებები იკვეთება კერძო სკოლების შესახებ მომზადებულ კვლევაში და რა გამოწვევები დგას დღეს დღის წესრიგში?
სტუმარი: ნათია გორგაძე - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტების მენეჯერი;