ცვლილებები მიღებულია თუმცა რა შეცვლის მომხმარებლებისთვის საფეხურებრივი ტარიფი და გაგვიძვირდება თუ არა გაზი ეს ნათელი დეკემბრის ბოლოს გახდება, როდესაც სემეკი ახალ ტარიფებს დაადგენს. მანამდე მარეგულირებელს დეტალების დაზუსტება არ სურს და აცხადებს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით აქტიური სამუშაოები ტარდება და ითვლება ის ძირითადი კომპონენტები რაც საბოლოოდ მოხმარებული გაზის ფასზე მოახდენს გავლენას - ერთი კი ცხადია, ამ დაჩქარებული ცვლილებებით მიღებული პრინციპია ვინც მეტს მოიხმარს მეტს იხდის. სოციალურ ინტერესებზე ზრუნვა და ენერგიის რაციონალური მოხმარების წახალისება ბევრისთვის დამაჯერებელი არგუმენტი არ არის და ამ დაჩქარებული ცვლილებების მიღმა გაზზე ფასის ზრდის უფრო უმტკივნეულო მექანიზმს ხედავს.






























