მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საფერავი არ მოგვეწონა, ამიტომ ჩავაბარეთ“ - „შალაურის ღვინის მარანი“

რთველი

თელავის რაიონის სოფელ შალაურში მდებარე მცირე მეღვინეობაში – „შალაურის ღვინის მარანში“ – 2025 წლის რთველზე დაკრეფილი საფერავის ყურძნის ნაწილის ჩაბარება გადაწყვიტეს. კომპანიის განმარტებით, მოსავლის ხარისხი საწარმოს სტანდარტებს ვერ შეესაბამებოდა.

„საფერავი არ მოგვეწონა, ამიტომ ჩავაბარეთ, ხოლო თეთრი ჯიშები დავიტოვეთ. როცა ხარისხი არ მოგვწონს, იმას ვაბარებთ ხოლმე,“ – განაცხადა BM.GE-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა, დავით ბუაძემ.

მისივე თქმით, რთველის სეზონზე კომპანია ჯამში დაახლოებით 18 ტონა ყურძენს ამუშავებდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 330 ათასი ტონა ყურძენი. მოსავალი 21 200-მდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა, საიდანაც დაახლოებით 200 ათასი ტონა კერძო სექტორმა მიიღო, დანარჩენი კი სახელმწიფომ შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რთველი განსხვავებული პირობებით ჩატარდა. კერძო მარნებზე სუბსიდია აღარ გაიცემოდა, რაც, მეღვინეთა შეფასებით, ყურძნის შესყიდვის ფასებზე აისახა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები