მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Safesept - ქართული სტარტაპი, რომელიც სადეზინფექციო ხსნარებს ამზადებს

5e72460a79019
ლევან თაღიაშვილი
18.03.20 22:00
1969
“2018 წელს ჩემი პატარა შვილისთვის მსურდა მეყიდა ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარი. ძალიან ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მაშინ ვიფიქრე, რომ კარგი ბიზნესიდეა იყო და პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად Safesept დავაფუძნე", - ასე შეიქმნა დღეს უკვე წარმატებული და მოთხოვნადი სტარტაპი, რომელიც სადეზინფექციო და სტერილიზაციისთვის საჭირო ხსნარებს ამზადებს.

როგორც Safesept-ის დამფუძნებელი, თამთა ჭოჭუა ამბობს, მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ და ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა. მისი თქმით, თავდაპირველად სულ 3 ადამიანი მუშაობდა, დღეს კი საწარმოს გარდა 20 ადამიანამდეა თანამშრომლების რაოდენობა გაზრდილი და კომპანია მუდმივად იზრდება.

ჯერჯერობით ყველაზე დიდი მოთხოვნა ზედაპირისა და ხელის სადეზინფექციო ხსნარებზეა. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ის 0 თვიდან ასაკის ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა და სრულად ნატურალური ინგრედიენტებითაა დამზადებული. მისი შეძენა როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ არის შესაძლებელი, რომელსაც მსურველი 2-4 დღეში მიიღებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ახლა მთავარი პრობლემის გადაჭრაა და მათ წარმატებაზე აქცენტის გაკეთება არ ღირს. მათი თქმით, ფასებიც კი დაწიეს, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო სადეზინფექციო ხსნარების შეძენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები