საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი" გაკოტრდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, კლუბი გამოცხადა გაკოტრებულად, ხოლო მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა.
როგორც განჩინებაშია აღნიშნული, საწარმოს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 3 314, 72 ლარს.
"საფეხბურთო კლუბი ბორჯომი" სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოა. მის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, რომელიც ბორჯომში მდებარეობს და რომლის ქონების მესაკუთრე ასევე სახელმწიფოა.
ორგანიზაციას საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ გააჩნია.
"შპს "საფეხბურთო კლუბი ბორჯომი" გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების გადახდა",- აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

























