მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფეხბურთო მატჩის გამო, ბათუმის მიმართულებით დამატებით ავიარეისები დაინიშნა

641d9d6ce7580
ნანუკა ნარიმანიძე
24.03.23 17:15
1624
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

27, 28 და 29 მარტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით დამატებით სამ რეისს ნიშნავს.

დამატებითი რეისები ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

27 მარტი: ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ბორტი 15:00 საათზე გაფრინდება, ხოლო უკან ნატახტრისკენ 17:00 საათზე გამოფრინდება.
28 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 15:00 საათზე, ბათუმიდან უკან გამოფრენა 16:45 საათზე.
29 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 14:00 საათზე, ბათუმიდან გამოფრენა - 16:00 საათზე.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი რეისების გარდა, ამ დღეებში ბათუმის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისებიც სრულდება. ბილეთის ღირებულება 1 გზა 125 ლარია, 0 დან 3 წლამდე ჩვილი უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოზარდებზე კი 30 %-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

შეგახსენებთ, 28 მარტს, 20:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სადებიუტო შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართება, სადაც 20 ათას გულშემატკივარს შეუძლია დაესწროს.

თამაშში მონაწილეობს ჩვენი ნაკრებისა და საფეხბურტო კლუბ "ნაპოლის“ ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია. საქართველო-ნორვეგიის მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები