დღეს, სოცაფეთქების ფარგლებში საპროტესტო აქტივობები იგეგმება. კერძოდ, ორგანიზატორების ინფორმაციით, 14 საათიდან - 18 საათამდე, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება.
ასევე მოეწყობა:
- გიდების საფეხმავლო ტური;
- ანიმატორთა პროგრამა ბავშვებისათვის;
- მუსიკალური პროგრამა - 5 ბენდი ერთ სივრცეში;
- პერფორმანსები და ინსტალაციები;
- ნაციონალური ცეკვების პროგრმა;
- ეროვნული ნაწარმის მინი ბაზრობა;
- სუვენირების გამოფენა-გაყიდვა;
- ღვინის კუთხე - დეგუსტაცია, გაყიდვა.
სოცაფეთქების მონაწილეები ითხოვენ კომენდანტის საათის გაუქმებას, სასწავლო და სახელოვნებო სივრცეების გახსნას და ბიზნესის ამუშავებას.