მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები აქციას მართავენ

5bdc2a554dc25
ელენე ჩომახიძე
02.11.18 14:42
1018
საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები ქართული ოცნების ოფისის წინ აქციას მართავენ. დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
რაც შეეხება მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან რამდენიმე დღის წინ დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის მიზეზს, ერთერთმა დაზარალებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ შეხვედრის ორგანიზებისას მოხდა გაუგებრობა, რის გამოც შალვა თადუმაძემ საბოლოოდ უარი განაცხადა შეხვედრაზე.

დაზარალებულების თქმით, ისინი მზად არიან მთავარ პროკურორს შეხვდნენ და მისგან მოისმინონ პასუხი, თუნდაც იმასთან დაკავშორებით, რატომ არ უშვებენ საპატიმროდან მერაბ ფერაძეს, რომელიც აცხადებს რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მაშინვე შეძლებს 1 მილიონი დოლარის გადახდას, ხოლო 1 დღის ვადაში კი 10 მლნ დოლარის, დანარჩენ თანხას კი ის ეტაპობრივად გაისტუმრებს.

აქვია ამ წუთებშიც ხმაურით გრძლედება ქართული ოცნების ოფისთან, სადაც ძირითადი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები