მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

5b31c698d7673
მეგი კავთუაშვილი
26.06.18 09:20
981
"საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულები მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა როგორც ამბობენ ბიძინა ივანიშვილმა ამ დრომდე შეხვედრაზე თანხმობა არ მისცა. დაზარალებული მეანაბრის ლალი თეთრუაშვილის განცხადებით, მათ არ აკმაყოფილებთ კომპანიის დირექტორისთვის თავისუფლების აღკვეთა, რადგან მათი აზრით, ადგილი აქვს სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციულ გარიგებებს.

„საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული ქუჩაში ვართ გამოსულები. ვითხოვთ გამოიძიონ ობიექტურად ჩვენი საქმე და დაცული იქნას ყველაზე მთავარი ღირებულება - ჩვენი კონსტიტუციური უფლება - სიცოცხლე და ქონება. არც ერთია დაცული და არც მეორე. არავისთან კონსულტაცია არ აღმოჩნდა ეფექტური, ერთი ბიძინა ივანიშვილი დაგვრჩა. თუმცა კარიც არ გაგვიღეს. წერილიც მზად გვქონდა, მაგრამ არავითარი რეაგირება. ჩემი წამებით, ემიგრანტული ნაკოწიწარი თანხა მოვიტანე ქვეყანაში და წამართვეს. შეგნებულად მიიტაცეს. სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი. ჩასვეს ციხეში მარიონეტი და ამით ცდილობენ ჩვენს გაჩუმებას. ჩვენ დაჭერა დაჭერისთვის არ გვინდა. ვითომ შეიქმნა უწყებათაშორისო წარმომადგენლობა, მაგრამ ერთი შეხვედრა გამართეს და არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ. გამოვიდა ხმა, რომ ისინი არ მუშაობენ ჩვენი ქონების დაბრუნებისთვის. ლამის არის ხანდაზმულობის ვადა გაუვიდეს ამ ჩვენ ბინძურ საქმეს და ვართ ასე, ორიმტრიალში. 25 მეანაბრე გამოგვაკლდა უკვე“ - განუცხადა BM.GE-ს ლალი თეთრუაშვილმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ 2 343 მეანაბრე ჰყავს. თითქმის ორი წელია ისინი კომპანიაში შეტანილი თანხების ანაზღაურებას ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები