მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი TBC ბანკის თანადამფუძნებლებს კომიტეტში იწვევს

5c752d843755c
სალომე მეცხვარიშვილი
26.02.19 16:20
874

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე ირაკლი კოვზანაძე "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს მის კომიტეტში იწვევს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ განაცხადა, სადაც სწორედ თიბისი საქმე უნდა განხილულიყო, ის მზად არის, მოუსმინოს ბიზნესმენებს.

კითხვაზე, რა გარანტიაა, რომ ეროვნული ბანკი საქმის ღიად განხილვაზე უარს კიდევ ერთხელ არ იტყვის, კოვზანაძე ამბობს, რომ ის მზად არის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსასმენად.

“მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობა დღეს სიღრმეში არ შევიდა, ჩემი შეთავაზება ძალაშია, მე შემიძლია მოვუსმინო ხაზარაძესაც, ჯაფარიძესაც, მოვისმონო მათი არგუმენტები და პროფესიული განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შეიძლება შედგეს. თარიღზე შეიძლება შევთანხმდეთ”, - აცხადებს კოვზანაძე.

თავის მხრივ, “ევროპული საქართველოს” წევრები აპირებენ, რომ მიმართონ კოვზანაძის კომიტეტს, ჩატარდეს თიბისი ბანკის მოსმენა სწორედ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში.

შეგახსენებთ, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, რომელზეც თიბისის საქმე უნდა განეხილათ, ჩაიშალა. მიზეზი გახდა ეროვნული ბანკის განცხადება, რომ საქმის დეტალური განხილვა დააზიანებდა თიბისის, რის შემდეგაც კომიტეტის ხელმძღვანელმა სხდომა დახურულად გამოაცხადა. თუმცა, თავად თიბისის თანადამფუძნებლები ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს ბანკს, არ ეთანხმებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები