მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2026 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს. როგორც კომიტეტში აღინიშნა, დოკუმენტი არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და ფისკალური პარამეტრების საფუძველზეა მომზადებული.

ბიუჯეტის პროექტით, საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.
ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის შემოსავლის პროგნოზი 350 მლნ ლარია.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები – 30.29 მლრდ ლარი,
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები – 30.48 მლრდ ლარი.

სხვა პარამეტრები ასეთია:

  • რეალური ეკონომიკური ზრდა: 5%
  • საშუალოვადიან პერიოდში: 5.3%
  • მშპ-ს დეფლატორი: 4%
  • საშუალო ინფლაცია: 3.6%
  • ნომინალური მშპ: 110.5 მლრდ ლარი
  • ერთ სულ მოსახლეზე მშპ: 10,900 აშშ დოლარზე მეტი
  • ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები: 26.8 მლრდ ლარი (მშპ-ს 24.2%)
  • ბიუჯეტის დეფიციტი: მშპ-ს 2.5%
  • მთავრობის ვალი: მშპ-ს 35%-ის ფარგლებში

2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 35.5 მლრდ ლარს შეადგენს. კაკაურიძის თქმით, პრიორიტეტულ მიმართულებებზე გათვალისწინებულია შემდეგი მოცულობის დაფინანსება:

  • სოციალური ხარჯები: +800 მლნ ლარით ზრდა
  • განათლება: 3.4 მლრდ ლარი
  • კულტურა და სპორტი: 1.05 მლრდ ლარი
  • თავდაცვა და უსაფრთხოება: 3.5 მლრდ ლარზე მეტი
  • ინფრასტრუქტურა: 7.6 მლრდ ლარზე მეტი
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა: 270 მლნ ლარზე მეტი
  • სოფლის მეურნეობა: 660 მლნ ლარზე მეტი
  • გარემოს დაცვა: 210 მლნ ლარზე მეტი

კომიტეტმა ასევე მოისმინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებები 2026 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან დაკავშირებით.
გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა კანონპროექტი კანონიერად და საფუძვლიანად შეაფასა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნინო ჯელაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები