მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დნმ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩო დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის.

კანონპროექტის თანახმად, გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა.

მომხსენებელი, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეა. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, შესაძლებელი იქნება გენეტიკური პროფილის როგორც სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, ასევე სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და საქართველოს დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა.

რაც შეეხება კანონად ქცევის შემდეგ, ბიუჯეტის ხარჯს, კანონპროექტის განმარტებით ბარათის ხარჯვის ქვეთავში წერია, რომ 100 000 ბიოლოგიურ ნიმუშისთვის დნმ-ის ტექსტის ჩატარებისა და ბიოლოგიური პროფილის შექმნისთვის 13.1 მლნ ლარია საჭირო.

საშუალოდ 100 000 ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად საჭირო ხელსაწყოების შეძენას, პირველ ეტაპზე, განმარტებითი ბარათის მიხედვით, დონორი ორგანიზაცია ( არ არის დაზუსტებული ორგანიზაცია ) 507 974.75 აშშ დოლარით დააფინანსებს.

დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან აღებული გენეტიკური პროფილებიც. გარდა ამისა, ნებისმიერს ექნება საშუალება თავისი გენეტიკური პროფილი დნმ-ის ბაზაში განათავსოს.

აღნიშნული, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები