მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა;

ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებით ხსნის მმართველი პარტია საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს რომელთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაუთვალისწინებლად ვეტოს დაძლევას მხარი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე უკვე დაუჭირეს. სხდომის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. პრეზიდენტი მიუთითებს, რომ კანონი საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ გარკვეულ რისკებს წარმოშობს. პრეზიდენტის წარმოდგენილ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში რუსეთიდან ოფშორებში გატანილი შაბი ფული და აქტივების გადმოიტანონ. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ცვლილებები, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად იქცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები