Bm.ge-ის ინფორმაციით, საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციები პირველ იანვრამდე გადაიდო. რეგულაციები ძალაში თავდაპირველად 1 ნოემბერს უნდა შესულიყო, სებ-მა სექტორთან კონსულტაციების შემდეგ ვადა 2 კვირით 15 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება რეგულაციები ძალაში არც 15 ნოემბერს შევა.
კონკრეტულად რა ცვლილებები შევა ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტში ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ჯერ კიდევ თვის დასაწყისში სებ-ში განმარტავდნენ, რომ დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილება განიცადა.