მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საფინანსო სექტორში რეფორმები საკვანძო საკითხია, რომ საქართველო განვითარებული ქვეყანა გახდეს"

5c506099c5c14
სალომე მეცხვარიშვილი
29.01.19 18:53
1122
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი საფინანსო სექტორის რეგულაციებს აფასებს.

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ამბობს, საფინანსო სექტორში რეფორმები საკვანძო საკითხია იმისთვის, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადში განვითარებული ქვეყანა გახდეს.

“საფინანსო სექტორის რეფორმა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან არავის უნდა, რომ მოსახლეობა ჭარბვალიანი იყოს, არავის უნდა, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს საკვები და არავის სურს, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს ფინანსებთან ხელმისაწვდომობა. საფინანსო სისტემის რეგულაცია არის იმისთვის, რომ დაიცვას მოსახლეობა, დაიცვას დეპოზიტარები. თუ ფულს შეინახავთ ბანკში, ეს უფრო უსაფრთხო ადგილი იქნება თქვენთვის, ეს თანხა სამომავლოდ გაიზრდება. თუ თანხას გამოიტანთ ბანკიდან და ბიზნესში ინვესტირებისთვის გამოიყენებთ, თქვენი მოლოდინი და სურვილი არის, რომ ბიზნესი გაიზრდება.

საფინანსო სექტორის რეგულაციები სწორედ ამ ინდივიდების დაცვას ემსახურება, დაცვას აქამდე არარეგულირებადი ინსტიტუტებისგან, რომლებსაც მოქალაქეებისთვის უარყოფითი შედეგები მოჰქონდა.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ბაზარზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოს სურს, ევროპის ნაწილი გახდეს. თუ თქვენი საფინანსო სისტემა, რომელიც თქვენი ეკონომიკის ხერხემალია, არ იმუშავებს კარგად, საქართველოს ეს არ გამოუვა”, - აცხადებს მერსი ტემბონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები