„საფონდო ბირჟაზე 2018 წელს 305 მლნ ლარის ობლიგაციები დაილისტა“-ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ დირექტორი, ირაკლი ელაშვილი აცხადებს. მისი თქმით, 2017 წელთან შედარებით ობლიგაციების ბაზარი 200%-ით გაიზარდა.
„წელს ობლიგაციების ბაზარზე აღინიშნება ძალიან დიდი აქტივობა. „თიბისი კაპიტალის“ მეშვეობით 5 ობლიგაცია დაილისტა 2018 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე. აქედან 3 არის კორპორაცია. ეს გახლავთ „ლისი დეველოპმენტის“ ყველაზე მსხვილი კორპორაციული ობლიგაცია. ასევე არის „ნიკორა ტრეიდი“ და „ქართული ლუდის კომპანიის“ ობლიგაცია. დანარჩენი ორი გახლავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ობლიგაციები. ეს არის „შავი ზღვის განვითარების ბანკი“ და FMO. ჯამური მოცულობა ამ ობლიგაციების არის 305 მილიონი ლარი, რაც მნიშვნელოვანი ზრდა არის 2017 წელთან შედარებით“-აცხადებს bm.ge -თან ირაკლი ელაშვილი.

























