საქართველოს საფონდო ბირჟაზე 90-იანების ბოლოს შექმნილი სავაჭრო სისტემა აყენია, - ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა გიორგი ფარესიშვილმა bm.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა განავითარონ, ბირჟამ 2,5 მილიონი ლარი მოიზიდა.
"2,5 მილიონი ლარი მოვიზიდეთ ჩვენს კაპიტალში სწორედ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ინფრასტრუქტურის სრულად განახლება. ვნერგავთ თანამედროვე სისტემებს, როგორც ბირჟაზე, ასევე დეპოზიტარში, რომლებიც უპასუხებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას. ეს საშუალებას მოგცემს გავააქტიუროთ საფონდო ბაზარი და მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე აყენია 90-იანების ბოლოს შექმნილი სავაჭრო სისტემა, რაც ვერ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს. ვანახლებთ ამ ინფრასტრუქტურას და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის გვექნება შედეგები", - განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.

























