ბირჟების აღმასვლა ეკონომიკური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებასთან და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის გასაჯაროებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორებს უკვე აქვს მკაფიო მოლოდინები იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს FED-ი და რამდენად გაიზრდება რეფინანსირების განაკვეთი.
რაც შეეხება სექტორულ მიმოხილვას, გასულ კვირას ზრდის ყველაზე ძლიერი ტენდენცია ფარმაცევტულ და ჯანდაცვის სექტორში დაფიქსირდა - ზრდის მაჩვენებელმა თითქმის 10% შეადგინა; ინტერნეტსერვისების სექტორში 9.1%-იანი ზრდაა; 8.7%-ით გაიზარდა განახლებადი ენერგეტიკული სექტორი; პროგრამული უზრუნველყოფის სექტორმა 8.1%-ით მოიმატა; ხოლო მშენებლობის სექტორში 7.6%-იანი ზრდა ფიქსირდება.
გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიმდინარე წლის უმსხვილესი, $44-მილიარდიანი გარიგების ჩაშლაა - მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი კომპანია Twitter-ის 100%-იანი წილის შეძენაზე უარს აცხადებს. მასკის მტკიცებით, Twitter-ის წარმომადგენლობა არაავთენტური (ტროლები, ბოტები) მომხმარებლების რაოდენობის შესახებ რეალურ მონაცემებს არ ამხელს, რაც არღვევს შეთანხმების პირობებს.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























