აღსანიშნავია, რომ ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 24 საათში თითქმის 6.8%-ით გაიზარდა, რაც ჩინეთში COVID-19-ის საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების და რეგულაციების შემსუბუქებასთან და ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთანაა დაკავშირებული. ამჟამად WTI Crude-ის ფასი 100 დოლარს აჭარბებს, Brent-ის კი - 105 დოლარს.
საფონდო ბირჟების გახსნიდან რამდენიმე საათში Marathon Oil-ის აქციების ღირებულება 5.8%-ით გაიზარდა; APA Corporation-ის ღირებულება 5.7%-ით არის მომატებული; Devon Energy-ის აქციები 4.9%-ითაა გაზრდილი; Occidental Petroleum-ის - 4.5%-ით; აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის Chevron-ის აქციების ფასი კი 3.5%-ით გაიზარდა.
ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ნავთობის, საწვავისა და ბუნებრივი აირის გაძვირების ფონზე, გაიზრდება ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლიანობა, რაც მათ აქციების ფასებზე დადებითად აისახება.
ენერგეტიკული კომპანიების გარდა, მიმდინარე კვირას კარგ შედეგებს აჩვენებენ შემდეგი მსხვილი კომპანიები: Tesla (+2.5%), Nike (+2.3%), Apple (+1.9%), Boeing (+1.7%), Intel (+1.4%), Coca-Cola (+1.4%).
რაც შეეხება ზოგად ინდექსებს, S&P 500 თითქმის 0.8%-ითაა გაზრდილი, Nasdaq-ის ინდექსის ღირებულებამ 1.2%-ით მოიმატა, Dow Jones კი 0.6%-ით გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე კვირა მაღალი ვოლატილობით იქნება გამორჩეული, რაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელ გამკაცრებასთანაა დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ მარტში ამერიკაში ინფლაციის დონემ გასული 40 წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და 8.5% შეადგინა.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























