ჩინეთში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდისა და შანხაიში მკაცრი ლოკდაუნის დაწესების ფონზე, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ვაქცინების მწარმოებელი და ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციები იზრდება.
გასულ 24 საათში Adaptive Biotech-ის აქციები 10.3%-ით გაიზარდა, 7%-ით მოიმატა Inovio Pharmaceuticals-ის ღირებულებამ, ასევე, გაზრდილია ვაქცინების მწარმოებელი მსხვილი კომპანიების აქციებიც - Novavax (+6.7%), BioNTech (+6.5%), Moderna (+4.3%).
ინვესტორებს და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ აზიის რეგიონში ვირუსის მაღალი ტემპით გავრცელება ვაქცინებსა და სამკურნალო მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რაც, სავარაუდოდ, დადებითად აისახება ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლიანობაზე.
გარდა ამისა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) ავტორიზაცია მიანიჭა Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების მეოთხე (ბუსტერ) დოზას.
რაც შეეხება ძირითად ინდექსებს ხუთდღიან პერიოდში:
S&P 500 +3.3%
Nasdaq +3.9%
Dow Jones +2.5%
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას გამორჩეული შედეგები აქვთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რაც, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარების შედარებით დასტაბილურებითაა გამოწვეული.
5-დღიან ჭრილში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ტექნოლოგიური გიგანტების აქციების ღირებულება ასე შეიცვალა: Meta (+6.4%), Microsoft (+4.9%), Twitter (+3.9%), Amazon (+2.7%), Alphabet-Google (+2.3%).
მიმდინარე კვირას საუკეთესო შედეგები აქვთ შემდეგ ინდუსტრიებს:
ტექნიკით ვაჭრობა +14.1%
საცალო ვაჭრობა +9.6%
პირადი მომსახურება +8.6%
ნახევარგამტარები და ჩიპები +8.1%
ავიახაზები +7.8%
განახლებადი ენერგია +7.5%
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით ინვესტირების სპეციალური პლატფორმა შექმნა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























