რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის, მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და ენერგოპორდუქტების ფასების ზრდისა და მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინის ფონზე, საფონდო ბირჟებზე ვოლატილობის მაღალი დონე მიმდინარე თვეშიც ნარჩუნდება.
გასულ 24 საათში ძირითადი საფონდო ინდექსები დაეცა, კერძოდ, აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციები (S&P 500) 1.2%-ითაა შემცირებული; Nasdaq-ის ღირებულება 2.1%-ით დაეცა; Dow Jones-ის ინდექსი კი 0.3%-ითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ფასების ვარდნის ტენდენცია ყველაზე მკვეთრად გასულ 24 საათში Nasdaq-ის ბირჟაზე განთავსებულ კომპანიებზე აისახა.
მიუხედავად აქციების ფასების ვარდნის ზოგადი ტენდენციისა, გასული დღე რამდენიმე კომპანიისთვის მაინც აღმოჩნდა წარმატებული. სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის Nike-ის აქციები 4.7%-ითაა გაზრდილი და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 210 მილიარდ დოლარს აღწევს.
4.5%-ით მოიმატა გემების მწარმოებელი Huntington Ingalls-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ; Caterpillar-ის აქციების ღირებულება 4.3%-ით არის გაზრდილი; ამერიკული ბანკების ჰოლდინგის - US Bancop-ის აქციები 4.2%-ით გაიზარდა; DISH-ის ღირებულებამ კი 3.3%-ით მოიმატა.
ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გამორჩეული შედეგები ჰქონდათ შემდეგ მსხვილ კომპანიებსაც: Delta Air Lines (+3.2%); Marriott International (+2.8%); Moison Coors (+2.4%); Expedia (+2.3%); Dow Inc (2.1%).
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























