გასულ 24 საათში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გამორჩეულად კარგი შედეგები Nvidia-ს და Intel-ს ჰქონდათ. მოკლე პერიოდში მათი აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ კავშირშია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებასთან.
ჰუანგის თქმით, ვიდეობარათების და კომპიუტერული მოწყობილობების უმსხვილესი მწარმოებელი Nvidia განიხილავს Intel-თან თანამშრომლობის პერსპექტივას, რომელიც ნახევარგამტარების და მიკროჩიპების წარმოებითაა დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად კომპანია Nvidia-ს ნახევარგამტარებით ტაივანური კომპანია TSMC და სამხრეთ კორეული Samsung Electronics ამარაგებენ.
ამერიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივას ინვესტორების და ტრეიდერების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა, რაც მათი აქციების ფასებზეც აისახა.
Nvidia-სა და Intel-ის გარდა, იზრდება ნახევარგამტარებისა და ვიდეობარათების მწარმოებელი სხვა კომპანიების აქციებიც. კერძოდ, AMD-ის ღირებულებამ 2%-ით მოიმატა, MCHP-ის აქციები კი 2.3%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება ძირითად ინდექსებს 5-დღიან ჭრილში:
Nasdaq +3.1%
S&P 500 +1.7%
Dow Jones +0.2%
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, იზრდება ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციებიც და მიმდინარე კვირა საფონდო ბირჟებზე განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა შემდეგი კომპანიებისთვის: Exxon Mobil (+6.1%), Marathon Oil (+12.1%), Valero Energy (+8.6%), Occidental Petroleum (+2.4%).
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























