საქართველოს საფონდო ბირჟიდან 10 კომპანიის დელისტინგი განხორციელდა. მათ შორისაა : სს "საქწყალპროექტი" , სს "იმერი" , სს "მამული" , სს "ლაგუნა ვერე" , სს "თბილღვინო" , სს "თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა" , სს "თამარიონი" , სს "ელექტროიზოლიტი" , სს "გრაალი-92" და სს "ნატერფალი".
დელისტინგი “საქართველოს საფონდო ბირჟაზე“ ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ“ დებულების 5.12.8 პუნქტის შესაბამისად განხორციელდა, შესაბამისად ემიტენტებმა თავად გააკეთეს განცხადება მოხსნის შესახებ. ამჟამად ბირჟაზე 65 სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, მათ შორის 7 მათგანი A კატეგორიაში, 6 B-ში, დანარჩენი კი არა-სალისტინგო კატეგორიაში.

























