მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟაზე ვარდნა არ ამოწურულა - ინვესტორები დამატებით არეულობას ელიან

wall street

მსხვილი ინვესტორები ემზადებიან, რომ ზაფხულის საფონდო ბირჟის ვარდნა შემოდგომამდე გაგრძელდეს. ეს მოლოდინი უკავშირდება შიშს, რომ გაყიდვების უფრო ფართო ტალღა მოჰყვება აშშ-ს რეცესიის შესახებ შეშფოთებას და იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის ზრდის სპეკულაციურ ვაჭრობაზე გავლენას.

საქმე ისაა, რომ გლობალურ საფონდო ბირჟაზე აჟიოტაჟური ვაჭრობა 2 აგვისტოდან გააქტიურდა, როდესაც საფონდო ბირჟიდან 3 ტრილიონი დოლარი გაქრა.

აქციების გაყიდვების გააქტიურება გამოწვეული იყო აშშ-ში დასაქმებასთან დაკავშირებით სუსტი მაჩვენებლების შესახებ ანგარიშით და ასევე იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის ზრდით. იაპონიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას შოკის ეფექტი ჰქონდა ინვესტორებზე, რადგან გაანადგურა მილიარდობით დოლარის ღირებულების ადრე მოგებიანი ვაჭრობა, სადაც სპეკულანტებმა იენი იაფად ისესხეს, რათა ეყიდათ მაღალი უკუგების აქტივები, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების აქციები.

აღსანიშნავია, რომ აქციებისა და სავალუტო ვაჭრობის უეცარი შეცვლა, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა, ცვალებადობა და ჰეჯ-ფონდების მხრიდან გაყიდვები უკვე შემსუბუქდა, მსოფლიო აქციები ამ კვირაში თითქმის 2%-ით გაიზარდა.

მაგრამ აქტივების მენეჯერებმა, რომლებიც მეთვალყურეობენ ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციებს, განაცხადეს, რომ უფრო მეტად სავარაუდოა, გააგრძელონ აქციების გაყიდვა. ამას კი აშშ-ის შრომის ბაზრის სისუსტის ნიშნები და გლობალური სამომხმარებლო ტენდენციები განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორების გლობალური ზრდის მოლოდინი ბოლო რვა თვის მინიმუმამდე დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები