მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფოსტო და საკურიერო საწარმოების შემოსავლების 26,3% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის

5fd4a805a21a0
მადონა გასანოვა
12.12.20 16:33
853
საქართველოში, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 26,3% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილიც კია, როდესაც მისი წილი 24.5%-ს შეადგენდა.

2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 22,3 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ყოველწლიური პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს კომპანიათა ჯამური შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, 5.6 მილიონი ლარით შემცირდა.

2018 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 65 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე კომპანიების შემოსავლებმა 95,8 მლნ. ლარი შეადგინა.

2019 წელს საწარმოების შემოსავლების 26,3 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებს ეკავა, რომლის 55,0 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 45,0 პროცენტი ადგილობრივი გზავნილები იყო. 2018 წელს კი წერილობით კორესპოდენციებს კომპანიათა შემოსავლების 24,5% ეკავათ, რომლის 57,0 პროცენტი წარმოადგენდა საერთაშორისო გზავნილებს, ხოლო 43,0 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებს.

ჯამში, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2019 წლის განმავლობაში გაგზავნილ იქნა 6120.2 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 2748.2 ათასი ამანათი.

2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.9 ათას კაცს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები