ბოლო 1 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გზავნილების საერთო რაოდენობამ 13 319 043 შეადგინა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, უწყება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გაზრდილი საფოსტო გზავნილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირებს მოუწოდებს, საფოსტო გზავნილის გადამზიდავ კომპანიებს მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია, რათა არ მოხდეს ამანათის შეყოვნება და სწრაფად განხორციელდეს მის მიმართ საბაჟო ფორმალობები.
სტუმარი: ნინო მენთეშაშვილი - FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი;