ელექტრონული კომერციის ჩინურმა პლატფორმამ, Temu-მ ახალი რეკორდი დაამყარა და ის 2024 წლის ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა. როგორც ირკვევა, Apple Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა წელს ყველაზე მეტჯერ სწორედ ჩინური აპლიკაცია გადმოწერეს. როგორც ცნობილია, Temu-ს 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თვეში მინიმუმ ერთ ტრანზაქციას ახორციელებენ, რაც 2022 წელს დაფუძნებული პლატფორმისათვის განსაკუთრებული შედეგია. ჩინურ პლატფორმას აქტიური მომხმარებლები ჰყავს საქართველოშიც. როგორია ჩინეთიდან ამანათების გამოწერების მაჩვენებლები და რა ტენდენციებია დღეს კურიერული და საფოსტო მომსახურების ქართულ ბაზარზე.