მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი, კორეა, პოლონეთი... - სად ვყიდულობთ კოსმეტიკას და კანის მოვლის საშუალებებს?

კოსმეტიკა

საქართველოში კოსმეტიკის იმპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში 54.3 მლნ დოლარის 1 968.2 ტონა კოსმეტიკური, მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($47.2 მლნ) 15%-ით არის გაზრდილი.

საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალში საფრანგეთი ლიდერობს, რომელსაც სამხრეთ კორეა და პოლონეთი მოსდევს.

საიმპორტო ბაზრების TOP 10 ასე გამოიყურება:

  1. საფრანგეთი - $13.2 მლნ
  2. სამხრეთ კორეა - $5.2 მლნ
  3. პოლონეთი -$4.3 მლნ
  4. აშშ - $3.8 მლნ
  5. იტალია - $3.7 მლნ
  6. ესპანეთი - $3.4 მლნ
  7. გერმანია - $3.4 მლნ
  8. რუსეთი - $2.1 მლნ
  9. ჩინჯეთი- $2 მლნ
  10. თურქეთი - $1.8 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები