მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

5d6f985e39f1d
მიხეილ ხაჩიძე
04.09.19 21:00
951

ოჯახური ძალადობა საფრანგეთში ერთ-ერთი მწვავე თემაა. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის „Nous toutes“-ის ცნობით, პარტნიორის მიერ ძალადობას 100 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასულ წელს კი, ოჯახურ დაპირისპირებას 121 ქალი შეეწირა. მთლიანობაში 2018 წელს, საფრანგეთის მასშტაბით, ოჯახური ძალადობის 200 000 შემთხვევა დაფიქსირდა, ვარაუდობენ, რომ წელს ეს რიცხვი ბევრად გაზრდილი იქნება.


ემანუელ მაკრონის მთავრობამ ოჯახური დაპირისპირების წინააღმდეგ ახალი მასშტაბური პრევენციების გატარება გადაწყვიტა. როგორც საფრანგეთის პრემიერ - მინისტრმა განაცხადა, ამ პრობლემასთან საბრძოლველად ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევრო გამოიყოფა.

უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ქალთა  დროებითი თავშესაფრები, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს მოათავსებენ და ფსიქოლოგიურ თუ სხვა სახის დახმარებას გაუწევენ. ასევე, ფრანგული მედიის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიება იგეგმება, გამკაცრდება სასჯელი და გაიზრდება სასამართლოს მიერ საქმეების დამუშავების ტემპიც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები