მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ელჩი: არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრებს ამ ზაფხულს გავხსნით

5ed683e58826d
თამთა ჯიჯავაძე
03.06.20 00:00
1619
საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ის არ არის დარწმუნებული რომ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საფრანგეთის საზღვრები ამ ზაფხულს გაიხსნება. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სიფრთხილე იქნება საჭირო ამ გადაწყვეტილების მიღების კუთხით.

„როგორც იცით ეპიდემიის გავლენა ევროპაში საკმაოდ მაღალია. ჩვენ ახლა ეკონომიკის გახსნის პროცესში ვართ. ამ დრომდე ეკონომიკის შემზღუდველი ზომები იყო გამართლებული ეპიდემიის სიძლიერიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ისევ სიფრთხილე იქნება საჭირო ყველა სახის ეკონომიკური აქტივობის აღდგენის მიზეზებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მოგზაურობასთან დაკავშირებით. ასე რომ არ ვარ დარწმუნებული რომ საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გავხსნით ამ ზაფხულს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება ზაფხულის შემდეგ. მაგრამ ზაფხულთან დაკავშირებით კი არ ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთი საზღვრების გახსნას 15 ივნისიდან მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აპირებს, ხოლო ის, თუ როდის შეძლებენ სხვა ქვეყნებიდან ტურისტები საფრანგეთში მოგზაურობას, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები