მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ელჩი: „საქართველო არ უნდა გახდეს ბიზნესის შავი ხვრელი“

BM.GE
25.03.22 18:29
741
საქართველო არ უნდა გახდეს ბიზნესის შავი ხვრელი - ეს ფრაზა საფრანგეთის ელჩმა თქვა და მისი კონტექსტი საერთაშორისო სანქციების მიმართ საქართველოს ერთგულებაა. 

არა მხოლოდ გარე თვალი ამჩნევს ამ საფრთხეებს - ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ ჩვენს ეთერში კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც ქართველი, უკრაინელი, ამერიკელი და ევროკავშირის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და საერთაშორისო სანქციების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს. ამერიკის ელჩისგან კი პირდაპირი გზავნილი მოვისმინეთ, რომ დღეს საქართველო არაფერს არღვევს, მაგრამ თუ ეს მოხდება, პასუხსაც მიიღებს. 

ამის პარალელურად, რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი კარასინმა პარლამენტარებთან ერთად დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საქართველოს რეაქციას "გაწონასწორებული" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის მხრიდან "შეუმჩნეველი არ დარჩება".

რეალურად, ამ ყველაფრის საფუძვლად მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გამეორებული ფრაზა შეგვიძლია მივიჩნიოთ - ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს - რაც ძალიან ძნელი გასაგებია, კონკრეტულად რას ნიშნავს, რადგან რაიმე გამორჩეული ტიპის სანქციების დაწესებას რუსეთისთვის საქართველოს, ცხადია, არავინ თხოვს. 

სტუმარი: ბექა ლილუაშვილი „საქართველოსთვის“ წევრი



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები