მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთის განვითარების სააგენტო ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს დააფინანსებს

5b332be7998c6
BM.GE
27.06.18 10:16
398
ხაშურში წყლის ინფრასტრუქტურის განვითრების მხარდასაჭერად გარკვეული ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული საკითხის განხილვა იყო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელთან ჟან-ბატისტ დიუმესთან შეხვედრის მთავარი თემა.

AFD-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებთან - ზაზა სიხარულიძესთან და ირაკლი ურუშაძესთან ერთად, ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტებსა და დაფინანსების საკითხზე ისაუბრა.

ფრანგული მხარე, არსებული ვითარების გასაცნობად, ხაშურში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მისიის ფარგლებში, შეფასდა საპროექტო სამუშაოების პროგრესიც.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, AFD სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, წყალმომარაგების სექტორში. სააგენტო 108 ქვეყანაში 2 500-ზე მეტი პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები