თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს პროპარკოს რეგიონალურმა დირექტორმა სტეფან ფროსარდმა 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო შეთანხმება, რომელიც პროპარკოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში აქამდე განუხორციელებია. ხელშეკრულების თანახმად, პროპარკოსგან მიღებული ფინანსური რესურსი მიმართული იქნება საქართველოში კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციებისა და მეწარმე ქალთა მხარდასაჭერად, რაც ქვეყანაში ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული დაფინანსება, კიდევ უფრო მეტად გაამყარებს თიბისის, წამყვან როლს მწვანე და მდგრადი დაკრედიტების კუთხით და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.