მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთის საელჩოსა და იაშვილის საავადმყოფოს შორის მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და იაშვილის საავადმყოფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პედიატრიული სერვისების განვითარებას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იაშვილის საავადმყოფოში რთული კლინიკური შემთხვევების განხილვასა და მკურნალობაში ჩაერთვებიან უცხოელი კოლეგები საფრანგეთის ჰოსპიტლიდან AP-HP, პარიზის ნეკერის ბავშვთა ჰოსპიტლიდან, რომელიც წარმოადგენს წამყვან პედიატრიულ და სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრს არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში. ასევე, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჩართულია იაშვილის საავადმყოფოს მრავალწლიანი პარტნიორი ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA). მათთან თანამშრომლობით შეიქმნება ციფრული პლატფორმა, რომელიც რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვაში ქართველი და საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების ერთობლივ ჩართულობას უზრუნველყოფს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ონკოლოგიით დაავადებული პაციენტებისა და მშობლების მხარდაჭერას ბერი ანდრიას ფონდის ჩართულობით.

სტუმრები: თამარ ვახტანგაძე - მ. იაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალური ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი;

ნინო სოლომონია - იაშვილის ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები