მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხაშურში წყალმომარაგების პროექტი იწყება

64366eb86461c
მარიამ ვარადაშვილი
12.04.23 13:11
535
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი, ჩატარდება კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

„ხაშურის წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და მის ფარგლებში დასახული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტთან დაკავშირებული ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს , რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხაშურში ამ მასშტაბის პროექტი წყალმომარაგებისა და წყალარინების თვალსაზრისით არ განხორციელებულა, რაც ხაშურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უზარმაზარ პრობლემას მოუგვარებს“,- განაცხადა ინსფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ ხაშურის მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს. უწყვეტი წყალმომარაგება ექნება ზემო ოსიაურის, ქვემო ოსიაურისა და ცხრამუხას მოსახლეობასაც. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები