საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო იქნება. საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მანამდე ის ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა შეიარაღებული ძალების სამინისტროში. მან იმსახურა ლისაბონში, ანკარაში, ამანში, ალჟირსა და აბუ დაბიში პირველი მდივნის, მრჩევლის, ხოლო შემდეგ პირველი მრჩევლის თანამდებობებზე.
საფრანგეთის უკვე ყოფილი ელჩი შერაზ გასრი საქართველოს 31 აგვისტოს დაემშვიდობა. "ნახვამდის საქართველო. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები. გაუმარჯოს!", - დაწერა შერაზ გასრმა X-ზე. ის საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას 2022 წელს შეუდგა.




























