მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში Carrefour-ის მაღაზიებში PepsiCo-ს პროდუქცია აღარ გაიყიდება - Reuters

pepsico

საფრანგეთში, Carrefour-ის მაღაზიებში PepsiCo-ს პროდუქცია აღარ გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, PepsiCo-ს პროდუქციაზე, როგორიცაა Pepsi, Lay's crisps და 7up-ზე მკვეთრად გაზრდილი ფასებია.

„ხუთშაბათიდან, საფრანგეთში Carrefour-ის მაღაზიებში PepsiCo-ს (PEP.O) პროდუქციის თაროებს ჩანაწერი დაერთვება, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ "ჩვენ აღარ ვყიდით ამ ბრენდს, მიუღებელი ფასის ზრდის გამო ",- აცხადებს ფრანგული საცალო ვაჭრობის წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, Carrefour საცალო სადისტრიბუციო ჯგუფია, რომელიც ოთხ გეოგრაფიულ სეგმენტზე მუშაობს, როგორიცაა საფრანგეთი, ევროპა, ლათინური ამერიკა და აზია. ჯგუფი 12-ზე მეტ მაღაზიასა და მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, ელექტრონული კომერციის საიტებზეა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები