საფრანგეთში მომავალი წლიდან თვითმფრინავების მგზავრებისთვის ე.წ. გარემოს დაცვის გადასახადი დაწესდება. შესაბამისად, როგორც საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ელისაბეტ ბორნემ განაცხადა, თითო ბილეთის ფასი 1,50 ევროდან 18 ევრომდე გაიზრდება.
ახალი გადაწყვეტილება ყველა იმ რეისს შეეხება, რომელიც საფრანგეთიდან აფრინდება. მინისტრის განმარტებით, შიდა და ევროპის მასშტაბის რეისებზე ეკონომ-კლასის ბილეთის ყიდვის მსურველებს, დამატებით 1,50 ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო ბიზნეს კლასის დანამატი 9 ევრომდე იქნება. რაც შეეხება, ფრენებს, რომელიც ევროპის გარეთ განხროციელდება, იქ ეკონომ კლასის მოსაკრებელი 3 ევრო, ხოლო ბიზნეს მომხმარებლისთვის 18 ევრო იქნება.
საფრანგეთის მთავრობა ყოველწლიურად 180 მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მიღებას ელოდება. რომელიც პირველ რიგში ქვეყანაში სარკინიგზო ხაზების განვითარებასა და დახვეწას მოხმარდება,
ინვესტიცია გარემოს დაცვით პროექტებშიც აქტიურად ჩაიდება.

























