მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს – მედია

ლუვრის ძარცვა

საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ორივე დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეა.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში აიყვანეს, როდესაც თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა. სამართალდამცველებმა ოპერაცია სწორედ ამ დროს განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ ძარცვა ლუვრის მუზეუმში 19 ოქტომბერს დილით მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა ქურდმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. სამკაულების საერთო ღირებულება დაახლოებით 88 მილიონ ევროს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები