მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საფრთხის შემცველი არ არის“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მდ. ბუბისწყალზე ქვათაცვენის შესახებ

სტიქია რაჭაში

გარემოს ეროვნული სააგენტოში გუშინ, გვიან ღამით შოვში, მდინარე ბუბისწყალზე ქვათაცვენას საფრთხის შემცველად არ აფასებენ. ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.

ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალიდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის“, - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები