"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში’’ ცვლილებებით, ეკონომიკის სამინისტროს ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხდეველობის’’ სააგენტოს უფლება ექნება მოახდინოს რეაგირება ისეთ სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე, რომელიც ბაზარზეა განთავსებული და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და გარემოს.
"მეწარმემ უნდა იცოდეს რა პროდუქტს ყიდის ბაზარზე და უნდა იცოდეს რა საფრთხეებს შეიცავს მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი. ბაზრის ზედამხედველი რისკის ანალიზის საფუძველზე გადაამოწმებს სხვადასხვა პროდუქტებს ბაზარზე და თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე მეწარმემ იცოდა და განზრახ განათავსა ან უნდა ცოდნოდათ და განათავსა, - სააგენტოს მოუწევს რეაგირება და მეწარმე მოხვდება შესაბამისი სანქციების ქვეშ", - აცხადებს გიორგი ჩიტაძე.
საფრთხის შემცველი პროდუქციის ბაზარზე აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტებს შესაბამისი სანქციები დაუწესდებათ, რომლის მოცულობასაც არა ზედამხედველი, არამედ სასამართლო განსაზღვრავს.
"საფრთხის შემცველი პროდუქტების ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა დაკავშირებულია სანქციების პროცესთან. სანქცირებას განახორციელებს სასამართლო. ის გადაწყვეტს თუ რა სახის სანქცია იყოს გამოყენებული ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტის მიმართ", - განმარტავს ჩიტაძე.
საფრთხის შემცველი პროდუქტების ჩამონათვალი, როგორც ასეთი კოდექსში არ არის გაწერილი. როგორც გიორგი ჩიტაძე განმარტავს, არის 21 დირექტივა, თითოეული მოიცავს სხვადსხხვა პროდუქტებს, იქნება ეს ელექტრომოწყობილობები თუ სათამაშო, სამშენებლო თუ სხვა ტიპის პროდუქტები. რაც შეეხება ბაზრის მონიტორინგს, მომავალი კვირიდან თვინინგის პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში ევროპელი ექსპერტები 2 წლის განმავლობაში ქართველ ინსპექტორებს გადაამზადებენ.
ცვლილებების პროექტმა საკომიტეტო განხილვები უკვე გაიარა და სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს ახლო მომავალში დაამტკიცებს.

























